"ეს ნა­გა­ვი გიოს ძმა­კა­ცი არ ყო­ფი­ლა არას­დროს... შენი ად­გი­ლი მკვლე­ლე­ბის გვერ­დით არის სა­კან­ში" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და სოციალურ ქსელში?
07-07-2020
"ეს ნა­გა­ვი გიოს ძმა­კა­ცი არ ყო­ფი­ლა არას­დროს... შენი ად­გი­ლი მკვლე­ლე­ბის გვერ­დით არის სა­კან­ში" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და სოციალურ ქსელში?
გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახო ახვლე­დი­ა­ნი ჩვე­ნე­ბას ცვლის. "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახვლე­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც შა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თად თავ­დამ­სხმე­ლებს გა­ექ­ცა, ახალ ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ტკი­ცებს, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მი­ზა­ნი მათი ცემა და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშწო­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. ვახო ახვლე­დი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა სრულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის საქ­მე­ში არ­სე­ბულ ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან.

ახვლე­დი­ა­ნის მიერ ჩვე­ნე­ბის შეც­ვლას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე, გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის და, ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა:

"პირ­ველ რიგ­ში მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს ნა­გა­ვი ახვლე­დი­ა­ნი გიოს ძმა­კა­ცი არ ყო­ფი­ლა არას­დროს. ალ­ბათ ყვე­ლა კარ­გად
და­აკ­ვირ­დით კად­რებ­ში, თუ რო­გორ ცდი­ლობს გიო მის დაც­ვას და ეს ნა­ძი­რა­ლა კი, რო­მე­ლიც "და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად" არის ცნო­ბი­ლი პირ­ველ ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ტკი­ცებს, რომ გი­ნე­ბით მის­დევ­დნენ მა­საც და გი­ო­საც მკვლე­ლე­ბი, ხოლო ახლა ეს ლა­ჩა­რი ცვლის ჩვე­ნე­ბას და ამ­ტკი­ცებს, რომ თურ­მე სა­ცე­მად არ მის­დევ­დნენ. თუ მარ­თლა ასე იყო, რის­თვის იჯე­ქი
ბუჩ­ქებ­ში კურ­დღე­ლი­ვით გა­ნა­ბუ­ლი. ბუჩ­ქებ­ში კი არა შენი ად­გი­ლი მკვლე­ლე­ბის გვერ­დით არის სა­კან­ში. შენ ცო­ცხლად მო­სი­ა­რუ­ლე ლეშს ჩემი მკვდა­რი ძმა ჯო­ბია", - წერს ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ახვლე­დი­ა­ნის ახა­ლი ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის შე­კი­თხვა­ზე და­ე­წე­ოდ­ნენ თუ არა მდევ­რე­ბი ("ტო­ი­ო­ტა ქამრში" მსხდო­მი მო­რაგ­ბე­ე­ბი) მათ და უნ­დო­დათ თუ არა მდევ­რებს მათ­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა ახვლე­დი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ არ ეთან­მხმე­ბა ამ მო­საზ­რე­ბას და მი­იჩ­ნევს, რომ მდევ­რებს არ სურ­დათ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ამას­თან, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ და­უ­რე­კა მან 112-ს მა­შინ, რო­დე­საც კონ­ფლიქ­ტი მძვინ­ვა­რებ­და, ახვლე­დი­ა­ნი პა­სუ­ხობს, რომ მას არც კი უფიქ­რია ამა­ზე, რად­გან "ამის თავი არ ჰქონ­და", ხოლო ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და შა­ქა­რაშ­ვი­ლი იმი­ტომ არ მო­ძებ­ნა, რომ შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო და სურ­და, მალე გაც­ლო­და ტე­რი­ტო­რი­ას." გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები