როგორ ესმით საქართველოში ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა - კვირის პალიტრა

როგორ ესმით საქართველოში ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

ქველმოქმედება თუ ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, რაში ხარჯავს "პასუხისმგებლიანი ბიზნესი" ფულს?! - ეს კითხვა უკვე ათეული წლებია აქტუალობას არ კარგავს, თუმცა მასზე ზუსტი ამომწურავი პასუხი არ არსებობს. ეს ორი ცნება ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვადება, თუმცა საქართველოში არცერთის არსი ჯერ ბოლომდე გააზრებული არ აქვთ. ქართული ბიზნესი თანხებს ხან ნაცნობობის, ხან შეცოდების და ხანაც რელიგიური მოტივებით გასცემს და ამას ხან ქველმოქმედებას ხან კი ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას მიაწერენ.

არადა კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობა არის ბიზნესის ნებაყოფლობითი არჩევანი, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები და დადებითი გავლენა მოახდინოს თავის სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე კომპანიებს ერთგვარი პასუხისმგებლობა აქვთ - მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ფართო საზოგადოებაზე, მთავრობასა და გარემოზე, რომელშიც მათ უწევთ საქმიანობა.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის პროგრამა, რომელიც იწყება ან მთავრდება. ეს მუდმივმოქმედი საქმიანობაა. ამ თემამ დასავლეთში საუკუნის წინ მოიკიდა ფეხი. საქართველოში კი მხოლოდ ახლა იძენს აქტუალობას, რის გამოც ჯერჯერობით მისი ხარისხი და სტრუქტურა მეტისმეტად ქაოსური და უსისტემო ხასიათისა. თუმცა კომპანიის უმეტესობა არ იშურებს ძალისხევას, რომ საზოგადოებაში პასუხისმგებლიანი ბიზნესის სახელი მოიხვეჭონ. ეს კი განსაკუთრებით კარგად ჩანს ქვეყანაში არსებული კრიზისული ვითარების დროს.

ბიზნესის ეთიკურად წარმოება, ადამიანის უფლებების დაცვას შრომითი სტანდარტები და გარემოს დაცვა ეს იმ მოთხოვნების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესრულებაც პასუხისმგებლიან ბიზნეს მოუწევს.

მაგალითად "არქი ჯგუფში" აცხადებენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოგების 5%-ს ამ მიმართულებას ახმარებენ.

"გვაქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება: გარემოზე ზრუნვა, ქველმოქმედება და ჯანსაღი ცხოვრების და ქართული სპორტის მხარდაჭერა. ჩვენი ძირითადი მიმართულება ბავშვებზე ზრუნვაა. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ ბერი ანდრიას ფონდთან და ვეხმარებით მათ ბედნიერი სახლის მშენებლობაში. ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს ჩვენ პარტნიორ ფონდებთან და ორგანიზაციებთან ერთად.

პანდემიის პერიოდში საკმაოდ ბევრი აქტივობა განვახორციელეთ ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდში ჩვენი ყველას ერთად დგომა და ერთმანეთის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვესტუმრეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს და გადავეცით საჭირო ინვენტარი, ინფექციური საავადმყოფოს სახელფასო ფოდნში გადავრიცხეთ თანხა, გადავეცით სპეციალური ტიპის პირბადეები შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, სასწრაფო დახმარების პერსონალს.

პანდემიის პერიოდში შევუერთდით მერიის ინიციატივას და 1000 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს გადავეცით საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები. ამ და სხვა აქტივობების მიზანი იყო ჩვენი წვლილი შეგვეტანა ვირუსთან ბრძოლაში", - განაცხადეს კომპანიაში.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ "ჯიპიაი ჰოლდინგში".

"კორპოცაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი საქმიანობის ორგანული ნაწილია და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ღირსეული სამუშაო გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტაცია, ინოვაციები და ტექნოლოგიური განვითარება, გამჭვირვალე და გამართული კორპორაციული მმართველობა და ფინანსური სტაბილურობა. ამასთან, არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული გარემოს დაცვითი მიმართულებით, კერძოდ გამონაბოლქვის შემცირების კუთხით:

კოვიდ-19 ის პანდემიის პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი და პასუხისმგებლობა იყოს ბიზნესს უწყვეტობის შენარჩუნება, რომ დაზღვეულების მომსახურება შეუფერხებლად გაგვეხორციელებინა და თანამშრომლების უსაფრთხოებაც დაგვეცვა.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს აპრილის თვის ანაზღაურებას გაუორმაგებს.

"ჯიპიაიში" აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების დახმარება და დაფასებაა, რომლებიც ვირუსის დასამარცხებლად ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.

"ვირუსმა ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩვენი ექიმების ხელშია, რომლებიც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლისთვის დაუღალავად იბრძვიან. "ჯიპიაიმ" ეს ფონდი სწორედ მათთვის შექმნა. გვინდა მთელი კომპანიის სახელით მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენმა ექიმებმა უნდა იგრძნონ, რომ ამ ხანგრძლივ ბრძოლაში მათ გვერდით ვართ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტისა და გადარჩენილი სიცოცხლისათვის", - გვითხრა პაატა ლომაძემ, "ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალურმა დირექტორმა.

პანდემის დროს კიდევ ერთმა კომპანიამ, რომელმაც იგრძონო სოციალური პასუხისმგებლობა, არის "ვისოლ ჯგუფი", თუმცა როგორც

"ვისოლი საზოგადოების კეთილდღეობისთვის ქველმოქმედებას, სოციალურ ინვესტიციებს და სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსებას ახორციელებს. დღესდღეობით ჩვენი ყველაზე დიდი პრიორიტეტი ამ მიმართულებით შიდა ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობაა. შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით, ვისოლმა წამოიწყო კამპანია "იმოგზაურე ვისოლთან ერთად", რომლის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება და ბევრისთვის უცნობი ადგილების პოპულარობის გაზრდა. როგორც ვიცით, კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ხანდაზული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებულად უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, ვისოლი შეუერთდა თბილისის მერიის ინიციატივას და პირველადი მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგა 1000-ზე მეტი სიციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცი თბილისის მასშტაბით. ასე ვეცადეთ მცირედით მაინც შეგვემსუბუქებინა მათთვის კრიზისული პერიოდის გადატანა", - გვითხრეს კომპანიაში.

თუმცა არიან ისეთი კომპანიები, რომელთა რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა, რომლებიც ყველაზე ნაკლებად გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ბუნერვია ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ.

აღსანიშნავია, რონ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ჩართულია სამი მხარე: სახელმწიფო, ბიზნესი და საზოგადოება, რომლებიც ერთმანეთში აქტიურ კომუნიკაციას ახორციელებენ. ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს მედიას, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებს შორის აქტიური კომუნიკატორია. არსებული მონაცემებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების 3/4 ევროპულია, 1/4 კი ამერიკული.

ანალიტიკოსების შეფასებით მსოფლიოში სოციალურად ორიენტირებული კომპანიების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მათზე "ზეწოლა" მოთხოვნების თვალსაზრისით სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან მზარდია. გამოცდილებაც აჩვენებს, რომ წარმატებულთა რიცხვში ხვდებიან ის კომპანიები, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესით ინტერესდებიან, არამედ უფრო გლობალურ, სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პრობლემებზე ახდენენ ზეგავლენას.

"ქველმოქმედების და სოციალური პასუხისმგებლობის ცნებების აღრევა ხშირად ხდება. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებაა. ქველმოქმედება არ არის სისტემური პროცესი, ის შეიძლება ერთჯერადი აქტივობითაც გამოიხატოს და დიდწილად დამოკიდებულია ბიზნესის კეთილგანწყობაზე ქველმოქმედების ობიექტის მიმართ და ბიზნესის ფინანსურ შესაძლებლობაზე კონკრეტულ დროს, მაშინ როდესაც კორპორაციული პასუხისმგებლობა ბიზნესის სამოქმედო გეგმის განუყოფელი ნაწილია და მიზნად ისახავს უშუალოდ ბიზნესისა და ფართო საზოგადოების მდგრადობის მიღწევას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება გახლავთ ის რომ, ქველმოქმედება არ მოითხოვს ბიზნესის მიერ მისი მოქმედების სტილის და მეთოდების ცვლილებას, მაშინ როდესაც ეფექტური კორპორაციული პასუხისმგებლობის დასანერგად, ხშირად შეიძლება საჭირო გახდეს ბიზნეს კულტურისა და საოპერაციო ნაწილის მნიშვნელოვანი გადახედვა. უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობა აქტიურად იკიდებს ფეხს საქართველოში. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად ამ კუთხით წინ კიდევ მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს გასაწევი ბიზნესს და მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. ამ რეალობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა პლატფორმებსა და ინიციატივებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ამ მხრივ აღსანიშნავია, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი და კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო. ორივე ეს ინიციატივა ახდენს პასუხისმგებლიანი ბიზნესის გამორჩევას, წახალისებას და ზოგადად, მდგრადი ბიზნესის განვითარების წარმატებული მაგალითების გაზიარებას და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვას.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიღებული ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში ბოლო წლებში აქტიურად ინერგება პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესის წარმოების მიდგომები. მაგალითად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ საქართველო შეუერთდა გაეროს ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიშის ინიციატივას. ეროვნულმა ბანკმა კი მდგრადი ბანკების ქსელის დახმარებით შეიმუშავა ე.წ. "საგზაო რუკა" საქართველოში მდგრადი ფინანსირების პრაქტიკის დასანერგად. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ეს ქმედითი ნაბიჯები რასაკვირველია აისახება ბიზნესის საქმიანობაზეც და იმედია ახლო მომავალში უკვე შესაძლებელი იქნება ბიზნესის პასუხისმგებლობის კუთხით ევროპასა და საქართველოში შორის საინტერესო პარალელების გავლება", - უთხრა kvirispalitra.ge-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კოორდინატორმა და პროექტის მენეჯერმა დავით მიქელაძემ.