კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებული, ერთი კი შიდა გადაცემაა - რას ამბობს მარინა ეზუგბაია? - კვირის პალიტრა

კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებული, ერთი კი შიდა გადაცემაა - რას ამბობს მარინა ეზუგბაია?

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 კი შიდა გადაცემაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 4 შემოტანილი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა.

"დღევანდელი მონაცემებით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 3 პაციენტია, ამ ეტაპზე კოვიდცენრებში 107 პაციენტი მკურნალობს. 5 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული, 4-დან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო 1 გახლავთ საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება მე-5 შემთხვევას, ეს გახლავთ კონტაქტის კონტაქტი, ანუ ეს ერთი არის შიდა გადაცემით.

ჩვენს ცენტრში 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 ახალი დაგვემატა და გვყავს 22 დადასტურებული შემთხვევა. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევა არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არსად არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო