"აქ მოხვედრა შეიძლება, სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს ვინმეს" - ინდურ-ქართული ოჯახის თავგადასავლი - კვირის პალიტრა

"აქ მოხვედრა შეიძლება, სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს ვინმეს" - ინდურ-ქართული ოჯახის თავგადასავლი

ნატო ოქრუაშვილი 2011 წლიდან ინდოეთში, ანდამანისა და ნიკობარის კუნძულებზე, ქალაქ პორტ ბლერში ცხოვრობს. მეუღლე სელვარაჯ განდი ინდოეთის მოქალაქეა. ნატოს იქაური ტრადიციებისა და ყოფა-ცხოვრების შესახებ ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ეს კუნძულები მდებარეობს ბენგალის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ინდოეთის ოკეანეში. კუნძულების საერთო რაოდენობა 750-ია, მათ შორის 550 - ანდამანისაა. გამორჩეულად ლამაზი და საინტერესო ადგილია. კუნძულებზე შერეული ხალხი ცხოვრობს, პატარა ინდოეთს ეძახიან, ყველა შტატიდან არიან ჩამოსახლებულები ქრისტიანები, მუსულმანები, ინდუსები. ცხოვრობენ განუვითარებელი ჯარვას ტომებიც, რომლებსაც ნაკლები კომუნიკაცია აქვთ მოსახლეობასთან და ცივილიზაციის სიკეთეებით არ სარგებლობენ - ნადირობენ, თევზაობენ, ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს არ იყენებენ, მცენარეებით იფარავენ ტანს და ა.შ..."

"აბორიგენების მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა თევზაობა და ზღვის კუების დაჭერაა, ნადირობენ გარეულ ღორებზეც, იარაღად კი მშვილდისარსა და ჰარპუნს იყენებენ. საინტერესოა, რომ მათ არც ბელადი ჰყავთ და არც კერძო საკუთრების გაგება. იქ მცხოვრებლებს სტუმრები მაინცდამაინც არ უყვართ. მეტიც, აქ მოხვედრა შეიძლება, სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს ვინმეს..."

"კუნძულს მიახლოებული 2 მეთევზე, რომლებიც შტორმისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, აბორიგენების ისრებს ემსხვერპლნენ. ერთი წლის წინ კი მათ მოკლეს ამერიკელი ბიჭი, რომელიც შეეცადა, კუნძულზე ქრისტიანობა შეეტანა. ინდოეთის მთავრობას სურს მათი დახმარება, მაგრამ არ გამოსდის, ამიტომაც პასუხისმგებლობას არ იღებს და მხოლოდ იცავს, რომ უცხო არ შევიდეს კუნძულზე..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 9 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი