"დამინიშნეს ფსიქოლოგი, რომელსაც უკვირდა ჩემი ასეთი მძიმე მდგომარეობა" - კვირის პალიტრა

"დამინიშნეს ფსიქოლოგი, რომელსაც უკვირდა ჩემი ასეთი მძიმე მდგომარეობა"

ნანა კუხალეიშვილი უკვე წლებია, ესპანეთის ულამაზეს ქალაქ ბარსელონაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ რთული გზა გამოიარა, არ დანებდა და ესპანეთშიც მყარად მოიკიდა ფეხი. მარტივი არ არის უცხო მიწაზე აკეთო შენი საყვარელი საქმე და ბევრ ბავშვს დაეხმარო მშობლიურ ენაზე ამეტყველებაში.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"უპატრონოდ" ვიყავი მისული, მხოლოდ ჩემი თავის იმედად. გამოცდაზე 6-6 ბავშვი შევდიოდით და მახსოვს, მე რომ შევედი, ჟიურის წევრები ცუდ ხასიათზე იყვნენ. ბავშვები ტიროდნენ და მეც გავნერვიულდი, ვკანკალებდი. მივხვდი, უკან დასახევი გზა არ მქონდა. უცებ, საოცარი ძალა მომეცა. ჟიურიმ მკითხა, სად დაჯდებიო? ვუთხარი, - თქვენთან მოვალ-მეთქი. ძალიან ახლოს მივედი მათთან და ამით უფრო გავირთულე საქმე..."

"არის შემთხვევები, როდესაც მსახიობები ერთმანეთს ზურგსუკან ლანძღავენ, საგრიმიოროში კი აქებენ მას. მე ეს არ შემიძლია. ადამიანი თუ არ მომწონს, საპირისპიროს ვერ ვეტყვი. ის, ვინც ფიქრობს, რომ მასზე ნიჭიერი და კარგი ხარ, ცდილობს უკან დაგწიოს, შენი მტერი ხდება. "ჩცდ"-ში ეს არ ხდებოდა. ერთის კარგად ნათამაშები როლი მთელი გუნდის სიხარული იყო, ერთი ოჯახივით ვიყავით, ერთად გვიხაროდა და გვწყინდა, ერთმანეთი გვიყვარდა..."

"პოლიტიკური დევნილები ვართ. ამ მთავრობამ გვაიძულა, შეგვიქმნა ისეთი პირობები, რომ ქვეყანა უნდა დაგვეტოვებინა. თუმცა, რაც იყო, იყო. ძალიან მინდა, ეს ყველაფერი დამავიწყდეს და ამაზე აღარ ვიფიქრო. იმდენად მძიმე წლები გამოვიარე, უკან გახედვა აღარ მინდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ფიქრია რობაქიძე