"დამინიშნეს ფსიქოლოგი, რომელსაც უკვირდა ჩემი ასეთი მძიმე მდგომარეობა"
"დამინიშნეს ფსიქოლოგი, რომელსაც უკვირდა ჩემი ასეთი მძიმე მდგომარეობა"
ნანა კუხალეიშვილი უკვე წლებია, ესპანეთის ულამაზეს ქალაქ ბარსელონაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ რთული გზა გამოიარა, არ დანებდა და ესპანეთშიც მყარად მოიკიდა ფეხი. მარტივი არ არის უცხო მიწაზე აკეთო შენი საყვარელი საქმე და ბევრ ბავშვს დაეხმარო მშობლიურ ენაზე ამეტყველებაში.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"უპატრონოდ" ვიყავი მისული, მხოლოდ ჩემი თავის იმედად. გამოცდაზე 6-6 ბავშვი შევდიოდით და მახსოვს, მე რომ შევედი, ჟიურის წევრები ცუდ ხასიათზე იყვნენ. ბავშვები ტიროდნენ და მეც
გავნერვიულდი, ვკანკალებდი. მივხვდი, უკან დასახევი გზა არ მქონდა. უცებ, საოცარი ძალა მომეცა. ჟიურიმ მკითხა, სად დაჯდებიო? ვუთხარი, - თქვენთან მოვალ-მეთქი. ძალიან ახლოს მივედი მათთან და ამით უფრო გავირთულე საქმე..."

"არის შემთხვევები, როდესაც მსახიობები ერთმანეთს ზურგსუკან ლანძღავენ, საგრიმიოროში კი აქებენ მას. მე ეს არ შემიძლია. ადამიანი
თუ არ მომწონს, საპირისპიროს ვერ ვეტყვი. ის, ვინც ფიქრობს, რომ მასზე ნიჭიერი და კარგი ხარ, ცდილობს უკან დაგწიოს, შენი მტერი ხდება. "ჩცდ"-ში ეს არ ხდებოდა. ერთის კარგად ნათამაშები როლი მთელი გუნდის სიხარული იყო, ერთი ოჯახივით ვიყავით, ერთად გვიხაროდა და გვწყინდა, ერთმანეთი გვიყვარდა..."

"პოლიტიკური დევნილები ვართ. ამ მთავრობამ გვაიძულა, შეგვიქმნა ისეთი პირობები, რომ ქვეყანა უნდა დაგვეტოვებინა. თუმცა, რაც იყო, იყო. ძალიან მინდა, ეს ყველაფერი დამავიწყდეს და ამაზე აღარ ვიფიქრო. იმდენად მძიმე წლები გამოვიარე, უკან გახედვა აღარ მინდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ფიქრია რობაქიძე

კახა
09 ივლისი 2020 23:04
მსახიობი ))))
კახა
09 ივლისი 2020 22:38
ნაცია აღმატებით ხარისხში ! თან რა დონის ვერ ხედავთ ? ფსიქოლოგებიც კი სჭირდება!
ვააა
09 ივლისი 2020 12:46
ვააა რა ყველა პოლიტიკურად დევნილია რაა!!! და თანაც ეს უუნარო ქოცები აიძულებენ დევნილობას!!
დალოცვილო, ეგ უკვე გაცვეთილი მიზეზია უცხოეთში ბინადრობის მისაღებად..

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები