"ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ახლა იწყე­ბა..." - რა ფოტოებს აქვეყნებს ვახო სანაია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან? - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ახლა იწყე­ბა..." - რა ფოტოებს აქვეყნებს ვახო სანაია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან?

18 ივნისის ღამეს, მას შემდეგ რაც მცხეთაში საბედისწერო წვეულებაზე ჩხუბი მოხდა, თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები თავს დაესხნენ არაგვის ხიდზე მყოფებს და გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა, ამ მოვლენების პარალელურად მცხეთიდან წასული ახალგაზრდების ნაწილი თბილისში, თემქაზე აგრძელებდა წვეულებას.

ჟურნალისტი, "პოლიტმეტრის" წამყვანი ვახო სანაია ავრცელებს ფოტოებს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატიდან, რომელიც მისი თქმით, სწორედ თემქის წვეულებაზეა გადაღებული. ეს კადრები და ის ფაქტი, რომ აქამდე არავის უხსენებია ახალგაზრდების თემქაზე შეკრება, დამატებით კითხვებს აჩენს:

"1. დაბადების დღიდან სხვადასხვა მანქანით წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მარიამ ხატისკაცი თბილისში ხვდებიან ერთმანეთს.

2. ანა გაბეჩავა გადმოჯდა იმ მანქანაში, სადაც ზის მარიამ ხატისკაცი სხვა ახალგაზრდებთან ერთად, მათ შორისაა იუბილარის ნათესავი ვაჟა, ასევე გიორგი ფოცხვერაშვილი და კიდევ ერთი, მარიამ ხატისკაცისთვის უცნობი ბიჭი.

3. ყველანი მიდიან თემქაზე, იუბილარ ანა გაბეჩავას ნათესავის ბინაში.

ყველაზე საინტერესო ახლა იწყება. შეგახსენებთ, ეს ის ღამეა, როცა გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. როცა მცხეთაში ხიდთან ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახლა გავაგრძელოთ. როგორც გითხარით, ახალგაზრდები ადიან თემქაზე. უკვე იმ ბინაში ჩანს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც ფოტოებს უღებს იქ მყოფ გოგოებსა და ბიჭებს. ფოტოების გამოკვლევით, დავადგინეთ, რომ იაკობს უკვე გადახდა ის ისტორია მცხეთაში ხიდთან, შემდეგ იაკობი პოლიციამ წამოიყვანა თბილისში. საბოლოოდ ის აღმოჩნდა თემქაზე. წარმოგიდგენთ ფოტომასალას იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან. გაგრძელება