"დახვდა ნიღბიანი ახალგაზრდა მამაკაცი, ავტობუსს დაუშინა ქვები და საქარე მინა ჩაუმტვრია" - რა მოხდა სოფელ ცაიშთან? - კვირის პალიტრა

"დახვდა ნიღბიანი ახალგაზრდა მამაკაცი, ავტობუსს დაუშინა ქვები და საქარე მინა ჩაუმტვრია" - რა მოხდა სოფელ ცაიშთან?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან გვიან ღამით ინციდენტი მოხდა. სატრანსპორტო კომპანია "გლობუსის" ავტობუსს, რომელსაც მგზავრები თბილისიის მიმართულებით გადაყავდა, ახალგაზრდა მამაკაცმა ქვები დაუშინა და საქარე მინა ჩაუმსხვრია.

"ჩვენ გუშინ დავიწყეთ აქცია, რომლის ფარგლებში, მოქალაქეები, რომლებიც ჩვენი ავტობუსით ზუგდიდიდან თბილისიის მიმართულებით იმგზავრებენ, უკან დაბრუნებას უფასოდ შეძლებენ. გვიან ღამით, როცა რეისს ასრულებდა, ჩვენი კომპანიის ავტობუსი, სოფელ ცაიშთან დახვდა ნიღბიანი ახალგაზრდა მამაკაცი, ავტობუსს დაუშინა ქვები და საქარე მინა ჩაუმტვრია. თვითონ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან . მძღოლმა დარეკა 112-ში, ადგილზე იმყოფებოდა ყველა შესაბამისი სამსახური და გატარდა საჭირო ღონისძიებები. მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ეს უკავშირდება თუ არა ჩვენს აქციას არ ვიცი, ამას გამოძიება დაადგენს. მიზანმიმართულად რომ არის გაკეთებული, ცალსახად ჩანს,"- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სატრანსპორტო კომპანია "გლობალის" მენეჯერმა დათა დიდიშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.