"ჰაერწვეთოვანი გზით მეტი ადამიანი, ნაკლებ დროში ინფიცირდება" - დადასტურდება თუ არა ახალი მოსაზრება კორონავირუსზე? - კვირის პალიტრა

"ჰაერწვეთოვანი გზით მეტი ადამიანი, ნაკლებ დროში ინფიცირდება" - დადასტურდება თუ არა ახალი მოსაზრება კორონავირუსზე?

სულ რამდენიმე თვის წინ, მსოფლიოში უეცრად დაწყებულმა კორონავირუსმა ჩაკეტა ყველა ქვეყნის საზღვარი, დააინფიცირა მილიონობით ადამიანი და შეცვალა რიგი ქვეყნების ეკონომიკა.

რთულ პერიოდში ვირუსზე საჭირო ინფორმაციის მიღებას ყველა არსებული შესაბამისი ორგანოდან ვცდილობდით და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყოველ დღე, ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებდა მსოფლიო მოსახლეობისთვის. ახლა ვირუსის გავრცელების მხრივ სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა WHO Covid-19-ის კონტროლსა და მის შესწავლას არ წყვეტს.

ბრინტული გამოცემა, BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, ახალ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ორგანიზაციის წევრები, ვირუსის ჰაერწვეთოვანი გავრცელების გზებზე საუბრობენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, შესაძლოა ვირუსის მცირე ნაწილაკებმა ჰაერში გავრცელება შეძლონ და თუ არსებული ეჭვი, კვლევების შემდეგ დადასტურდება, მაშინ მსოფლიოს რიგ ქვეყნებს რეგულაციების შეცვლა და ახალი აკრძალვების შემოღება მოუწევს. შესაძლოა შეიცვალოს ქვეყნებს შიგნით არსებული სიტუაციები. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ვირუსის აქტიურ გავრცელებას ებრძოდა მსოფლიო, WHO აღნიშნა, რომ ვირუსი დახველებისა და დაცემინების მეშვეობით გადადიოდა ადამიანიდან ადამიანზე და ისინი, Covid-19-ით ლორწოვან არეში მოხვედრილი ვირუსის ნაწილაკით ავადდებოდნენ.

ჰონკ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი, ბენჯამის ქროულინი ბი-ბი-სის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის პასუხებს უნდა დაველოდოთ, თუმცა, შედეგებს შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს. თუ Covid-19-ის საჰაერო გზით გადასვლა დადასტურდება, ექიმებს სპეციალური აღჭურვილობით მუშაობა მოუწევთ, რადგან თავიდან ავირიდოთ დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა. რაც შეეხება მოსახლეობას, თუ ვიფიქრებთ საჰაერო გზით ვირუსის გადასვლაზე, მაშინ მოგვიწევს იმაზეც ვიფიქროთ, თუ როგორ შევამციროთ მომავალში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილეში დაინფიცირებულთა უეცარი მატება, მაშინ, როდესაც ადამიანებს ახლო კონტაქტში ყოფნა უწევთ.“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ საუბრობს, მათ მიერ გავცელებული ინფორმაცია ჯერ მხოლოდ აზრია, რომელიც საბოლოო დადასტურებას საჭიროებს.

რა განსხვავებაა წვეთოვანი და ჰაერწვეთოვანი გზით გადადებას შორის?

წვეთოვანი გზით გადამდები ვიერუსის მაგალითი, სწორედ Covid-19-ია, რომლის დროსაც, ადამიანი დაცემინებით ან დახველებით ავრცელებს ვირუსის ინფიცირებულ ნაწილაკს, ეს ნაწილაკი კი ტანსაცმელზე, ხელზე ან ნებისმიერ ადგილას ხვდება და რჩება. ჩვენი გაუაზრებელი ქმედებებით, შეიძლება ინფიცირებული ვირუსის ნაწილაკი ლორწოვან ადგილებში გადავიტანოთ და დავინფიცირდეთ.

ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსის შემთხვევაში, ვირუსის პატარა ნაწილაკები, ლაპარაკისას ჰაერში იფანტება და შესაძლოა ნეისმიერ ადგილას, ყველა ადამიანს შეხვდეს. ჰაერწვეთოვანი გზით მეტი ადამიანი, ნაკლებ დროში ინფიცირდება. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)