"ჩემთვის სამწუხაროა და..." - როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლას? - კვირის პალიტრა

"ჩემთვის სამწუხაროა და..." - როგორ ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლას?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლას ეხმაურება.

"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის "ცსკაში" გადასვლასთან დაკავშირებით," - წერს ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, მოსკოვის "ცსკა"-მ ქართველ ფორვარდს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. "ბედნიერი ვარ, რომ ვუერთდები ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და მოუთმენლად ველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესანიშნავ ჯგუფთან ერთად თამაშს. ვიმედოვნებ, რომ ჩშKA-სთან ერთად მივაღწევ ბევრ წარმატებას ევროლიგასა და VთB-ის ლიგაში", – აცხადებს თორნიკე შენგელია, რომლის კომენტარს რუსული კლუბი ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"