"გარდაცვლილი მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, ეტლით სარგებლობდა" - რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"გარდაცვლილი მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, ეტლით სარგებლობდა" - რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე გაჩენილ ხანძარს, ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე რჩებიან.

გარდაცვლილი მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო და ის ეტლით სარგებლობდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცს ბოლო პერიოდში ფსიქო-ნევროლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სპეციალიზირებული კლინიკებში, ვინაიდან, ის განსაკუთრებული საჭიროების იყო, მის მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ.

ხანძრის გაჩენის დროს ბინაში იყო მისი დედა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ხანძრის ქრობის სამუშოებაზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

"ინტერპრესნიუსი"