გლდანში კორპუსიდან მოქალაქე უმისამართოდ ისროდა - კვირის პალიტრა

გლდანში კორპუსიდან მოქალაქე უმისამართოდ ისროდა

თბილისში, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში მამაკაცი იმყოფება, რომელიც საცხოვრებელი ბინიდან უმისამართოდ ისროდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მათ რამდენიმეჯერ გასროლის ხმა გაიგეს.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი, აცხადებს, მას მსროლელი არ დაუნახავს.

„ასეთი რაღაც ნამდვილად პირველად მოხდა. დაახლოებით 4-5 გასროლის ხმა იყო", -აცხადებს მადლენა ჩოქური.

შსს-ში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

"ინტერპრესნიუსი"