"ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ვუ­თხა­რი: არა­კა­ცი ხარ-მეთ­ქი"
"ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ვუ­თხა­რი: არა­კა­ცი ხარ-მეთ­ქი"
მსა­ხი­ო­ბი ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ცოტა ხნის წინ 81 წლის გახ­და. "იმე­დის დღე­ში" სტუმ­რო­ბი­სას მან კა­რი­ე­რა­სა და ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დი­ა­ზე - შვი­ლის, გეგა კო­ბა­ხი­ძის დახ­ვრე­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. გა­და­ცე­მის ბო­ლოს კი გა­ამ­ხი­ლა ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია აქვს...

"5 წელი მა­ტყუ­ებ­დნენ, შენი შვი­ლი ცო­ცხა­ლი­აო და ამ იმე­დით ვი­ყა­ვი სულ... ხან ვინ მოგ­ვიგ­ზავ­ნეს, ხან ვინ, იქ არის, აქ არი­სო. ერთხელ გა­ვამ­ზა­დეთ ტან­საც­მე­ლი, რად­გან გვი­თხრა ერ­თმა, ლე­ნინ­გრად­ში უნდა ჩა­მო­იყ­ვა­ნონ, თბი­ლი ტან­საც­მე­ლი გვინ­და, მივ­დი­ვარ და წა­ვუ­ღე­ბო...

მერე, ჩემ­თან
მო­ვი­და კაცი და მი­თხრა - ვიცი, ეგე­ნი სად არი­ან და­საფ­ლა­ვე­ბულ­ნი. მე ძმა მყავს დახ­ვრე­ტი­ლი, მას ვე­ძებ­დი და მე­საფ­ლა­ვემ მი­თხრა, რომ აქ ეს ბი­ჭე­ბი არი­ან და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლიო. წა­ვე­დით, მე ჩემი მე­უღ­ლე, გე­გას მამა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე, ნიჩ­ბე­ბით. ეს კაცი იქ დაგ­ვხვდა და გვაჩ­ვე­ნა ად­გი­ლი - მე აქ
ჯოხი ჩა­ვარ­ჭე და მო­ვი­ნიშ­ნე ეს ად­გი­ლიო. მამა თევ­დო­რეს (მღვდე­ლი თე­ი­მუ­რაზ ჩიხ­ლა­ძე, რო­მე­ლიც სხვებ­თან ერ­თად დახ­ვრი­ტეს) მამა და ძმაც იყ­ვნენ ად­გილ­ზე. და­ი­წყეს თხრა. ამო­ი­ღეს და ვხე­დავთ სოსო წე­რე­თე­ლია. და­ნარ­ჩე­ნი იქ არც ერთი იყო... სოსო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა და რო­გორც ჩანს, იმ ად­გი­ლას ჩა­ას­ვე­ნეს" - იხ­სე­ნებს ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც ხელ­მო­წე­რე­ბი შე­ი­ტა­ნეს, რომ გეგა კო­ბა­ხი­ძე არ და­ეხვრი­ტათ და მის­თვის სას­ჯე­ლი პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლათ, შემ­დეგ კი, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა, ხელ­მო­წე­რე­ბი უკან გა­ი­ტა­ნეს. წლე­ბის შემ­დეგ, ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ანს ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და:

"მე არ­ქივ­ში მაქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, ყვე­ლას გვა­რი წე­რია, ვინც წა­ი­ღო ხელ­მო­წე­რა და რომ გავა წლე­ბი, ნა­ხოს მათ­მა შთა­მო­მავ­ლო­ბამ, რა ბა­ბუ­ე­ბი და რა მა­მე­ბი ყავ­დათ... თუმ­ცა, რა და­ა­შა­ვა მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა თუ ასე­თი ბა­ბუა ყავს? რა და­ა­შა­ვა მის­მა შვილ­მა, თუ ასე­თი გა­რე­წა­რი მამა ყავს? რა და­ა­შა­ვეს იმათ?

მაგ­რამ, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს ეს ვაგ­რძნო­ბი­ნე ერთი-ორ­ჯერ... პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ვუ­თხა­რი: არა­კა­ცი ხარ-მეთ­ქი. არა­ფე­რი უპა­სუ­ხია... ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­საც... რო­მე­ლიც ტრან­სპორ­ტში შემ­ხვდა და ბი­ლე­თი ამი­ღო, ვუ­თხა­რი შენი ბი­ლე­თი არ მჭირ­დე­ბა, დიდი მად­ლო­ბა-მეთ­ქი.

...უბე­დუ­რი ვარ, რომ ეს ერ­თა­დერ­თი შვი­ლი აღარ მყავს, მაგ­რამ და­ჩაგ­რუ­ლი არ ვარ ჩემს გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო. ეტყო­ბა ღმერ­თმა მომ­ცა ეს სიძ­ლი­ე­რე. ერთხელ გე­გამ დამ­ხა­ტა. შევ­ხე­დე ამ პორ­ტრეტს და ვუ­თხა­რი - გეგა, ასე­თი უშნო ვარ-მეთ­ქი?! იცი რა დედა, შენ თით­ქოს ხომ ისე­თი ხარო, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან უბე­დუ­რი და სა­წყა­ლი ადა­მი­ა­ნი ხარო. გაგრძელება


ლუხო
11 ივლისი 2020 09:23
რაც, გაქცევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა, თავისუფლების მაძებარი ბიჭები, კაცის მკვლელ კრიმინალებად იქცნენ, სიკვდილისთვის სხვისი გამატებაც ცოდვაა,გაიხსენეთ რას ამბობს შვილმკვდარი დედა, მისი შვილის მიერ მოკლულ ვეფხვზე: -”იქნება ვეფხის დედაი ჩემზედ მწარეთა სტირისა, წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ უთხრა შვილისა”
ტოტო
10 ივლისი 2020 20:59
დედა მაინც დედაა და ამას არაფერი შეცვლის,მაგრამ კიკაბიძე,თუ არაკაცია,ცხონებული გეგა ვინ იყო ?
ლალი
10 ივლისი 2020 13:08
ნათელა ძალიან მიყვარხართ ჯერ კიდევ მოზარდში დავდიოდი როცა გნახეთ სპექტაკლებში აღტაცებული ვიყავი თქვენით არ ხართ უბედური ბევრი გცემთ პატივს დიდხანს იცოცხლეთ და ჯანმრთელად იყავით

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები