გარდაბნის მუნიციპალიტეტში 74 წლის ქალს და მის შვილიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა - კვირის პალიტრა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 74 წლის ქალს და მის შვილიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან, 2 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ინფიცირებულები, სოფელ ლელაშხაში მცხოვრები 74 წლის ქალი და მისი 18 წლის შვილიშვილია.

74 წლის ქალმა გეგმურ შემოწმებაზე ,,ნიუჰოსპიტალსის" გარდაბნის კლინიკას გუშინწინ მიმართა, სადაც, მას კორონავირუსზე "პისიარ" ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ტესტირება ჩაუტარდა ასაკოვანი ქალის ახლო კონტაქტებს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განუცხადა, ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს ინფიცირებული ქალის ახლო კონტაქტები, რომლებიც საკარანტინე სივრცეში გუშინვე გადაიყვანეს. გუშინ ლაბორატორიაში გადაიგზავნა 27 პირის საკვლევი მასალა და კორონავირუსი მხოლოდ 74 წლის ქალის შვილიშვილს დაუდასტურდა. ამ დროისათვის ეპიდემიოლოგები შვილიშვილის კონტაქტების მოკვლევას აწარმოებენ.

"ინტერპრესნიუსი"