19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე არასერიოზულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა."სერიოზულად მეკითხებით?! გახარია ტელევიზორის გარდა არ მყავს ნანახი არც მე და არც ოჯახის წევრებს",- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.იხილეთ ვიდეო