ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გახსნას გეგმავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გახსნას გეგმავს
ოკუპირებული აფხაზეთი მოქალაქეების დასაბრუნებლად, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გახსნას აპირებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო თავად დახურა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახური იუწყება.

"აფხაზეთი უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დერეფანს საქართველოში დროებით მყოფი მოქალაქეებისა და რესპუბლიკის მცხოვრებლების უკან დასაბრუნებლად 13-დან 15 ივლისამდე და 16-დან 17 ივლისამდე პერიოდში", - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დე ფაქტო უწყების ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული ყველა პირი სამედიცინო-სანიტარულ კონტროლს გაივლის.

მანამდე, ე.წ. საზღვარი ბოლოს, ივნისის ბოლოს გაიხსნა, რა
დროსაც, ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო სამსახურის ინფორმაციით, 800-მდე ადამიანი დაბრუნდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები