"წარ­მო­იდ­გენთ რა სულ­გრძე­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს, ამ­ბობ­დნენ, ღმერ­თო მი­უ­ტე­ვეო" - რას ამბობს შაქარაშვილის მშობლებზე ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი? - კვირის პალიტრა

"წარ­მო­იდ­გენთ რა სულ­გრძე­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს, ამ­ბობ­დნენ, ღმერ­თო მი­უ­ტე­ვეო" - რას ამბობს შაქარაშვილის მშობლებზე ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი?

კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და 19 წლის ფეხბურთელის პიროვნილ თვისებებზე ემოციურად საუბრობს.

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას მან საუკეთესო შვილი გაზრდისთვის განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთელის მშობლებს გადაუხადა.

"ამ ადამიანს ჰქონდა უნიკალური თვისება - შემოეკრიბა თავის გარშემო ადამიანები. ბევრჯერ მითქვამს: ასე კაცი თავის გვარს ამართლებდეს, პირველად ვნახე-მეთქი. აი, მოედანზეც ასეთი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მცველი იყო, არ მახსოვს მისი უხეში თამაში და ისეთი ლამაზი, სასიამოვნო, აი, შვლის ნუკრივით იყო

მინდა მის ღირსეულ მშობლებს და სანათესაოს მივუსამძიმრო. ვერ წარმოიდგენთ რა სულგრძელობა გამოიჩინეს, ხომ არის ასეთ დროს გამწარდება ადამიანი, ან დაიწყევლება. არავიზე ცუდი არ უთქვამთ. ღვთისნიერი ხალხია და ამბობდნენ, ღმერთო მიუტევეო. ამ ადამიანებმა კიდევ უფრო შემაყვარეს თავი თავისი უბრალოებით. მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს და ადვოკატებს ვთხოვო, გაითვალისწინო ამ ბავშვის კადრებს რომ აჩვენებნ და ათას ვერსიაზე ლაპარაკობენ, კიდევ ერთხელ კლავენ მშობლებს." - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა.