"არ მი­მაჩ­ნია სწო­რად მო­რა­ლის­ტო­ბა, ერთი ადა­მი­ა­ნის ამო­ჩე­მე­ბა და ლან­ძღვა, მა­შინ როცა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში..." - რას წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"არ მი­მაჩ­ნია სწო­რად მო­რა­ლის­ტო­ბა, ერთი ადა­მი­ა­ნის ამო­ჩე­მე­ბა და ლან­ძღვა, მა­შინ როცა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში..." - რას წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში?

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი შეფასებით, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში ქართულ საზოგადოებას საერთო სამოქმედო გეგმა არ გააჩნია, არასწორია.

"ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე.

საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს" - წერს არველაძე. (წყარო)

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული "ცსკ"-ს წევრი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ქართველმა კალათბურთელმა "არმიელთა" საიტს მისცა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებით ბედნიერია.

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ", - ამბობს შენგელია.

იხილეთ ასევე:  "კაპიტნები მტრის ბანაკში არ გადადიან" - ვინ და როგორ ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლას?