"არ მი­მაჩ­ნია სწო­რად მო­რა­ლის­ტო­ბა, ერთი ადა­მი­ა­ნის ამო­ჩე­მე­ბა და ლან­ძღვა, მა­შინ როცა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში..." - რას წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში?
11-07-2020
"არ მი­მაჩ­ნია სწო­რად მო­რა­ლის­ტო­ბა, ერთი ადა­მი­ა­ნის ამო­ჩე­მე­ბა და ლან­ძღვა, მა­შინ როცა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში..." - რას წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში?
შოთა არ­ვე­ლა­ძე თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას მოს­კო­ვის ცსკა-ში გა­დას­ვლას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი შე­ფა­სე­ბით, ერთი ადა­მი­ა­ნის ამო­ჩე­მე­ბა და ლან­ძღვა, მა­შინ როცა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ერ­თო სა­მოქ­მე­დო გეგ­მა არ გა­აჩ­ნია, არას­წო­რია.

"ისე­თი ამ­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, რო­მელ­საც თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, უკვე მე­ო­რე დღეა თვალს ვა­დევ­ნებთ, ვფიქ­რობ, ყვე­ლა ერ­თად უნდა შევ­თან­ხმდეთ, რაზე უნდა გვქონ­დეს უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია და რაზე არა. ჩემი პო­ზი­ცია რუ­სეთ­თან და ამ სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ გა­მოვ­ხა­ტე. იმის­თვის რომ მო­ვე­რი­დოთ სამ­მა­გი
სტან­დარ­ტით ცხოვ­რე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი პო­ზი­ცია თა­ნაბ­რად ვრცელ­დე­ბო­დეს არა ერთ ან ორ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზე, არა­მედ ზო­გა­დად, რუ­სეთ­ში თა­მაშ­ზე, მუ­შა­ო­ბა­ზე, ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა­სა თუ ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის სპონ­სო­რია VTB ბან­კი და სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ აღ­მო­აჩ­ნდა არ­ცერთ ქარ­თულ ბანკს იმა­ზე მეტი სურ­ვი­ლი, ვიდ­რე რუ­სულს, ყო­ფი­ლი­ყო ნაკ­რე­ბის სპონ­სო­რი და
მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი. ამი­ტომ, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა ვთქვათ და შევ­თან­ხმდეთ, რა არის ჩვენ­თვის წი­თე­ლი ხაზი და რა არა. არ მი­მაჩ­ნია სწო­რად მო­რა­ლის­ტო­ბა, ერთი ადა­მი­ა­ნის ამო­ჩე­მე­ბა და ლან­ძღვა, მა­შინ როცა რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სა­ერ­თო სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ გაგ­ვაჩ­ნია. მინ­და თორ­ნი­კეს ყვე­ლა იმ მიზ­ნის მიღ­წე­ვა ვუ­სურ­ვო, რო­მე­ლიც და­სა­ხუ­ლი აქვს" - წერს არ­ვე­ლა­ძე. (წყარო)

ცნობისთვის, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი თორ­ნი­კე შენ­გე­ლია რუ­სუ­ლი "ცსკ"-ს წევ­რი გახ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი ქარ­თველ­მა კა­ლათ­ბურ­თელ­მა "არ­მი­ელ­თა" სა­იტს მის­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ბედ­ნი­ე­რია.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ ევ­რო­ლი­გის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის რი­გებ­ში გა­დას­ვლით და ერთი სული მაქვს რო­დის შევ­ძლებ სა­უ­ცხოო მო­თა­მა­შე­ე­ბის გვერ­დი­თა და ბრწყინ­ვა­ლე მწვრთნე­ლე­ბის და­მო­ძღვრით თა­მაშს. იმე­დი მაქვს, ცსკა-სთან ერ­თად ევ­რო­ლი­გა­სა და ვი-თი-ბი ლი­გა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­ვაღ­წევთ", - ამ­ბობს შენ­გე­ლია.



ლევანი
11 ივლისი 2020 20:50
მართალია ვისაც სადაც უნდა იქ ითამაშებს მაგრამ თუ ესპანეთში მცხოვრები ბევრი ქართველი ბასკონიას და სხვა გუნდებსაც სადაც ქართველები თამაშობდით ვქომაგობდით , ღმერთმა დაგვიფაროს რომ როდისმე მოსკოვის ცესკა-ს ვუქომაგოთ. შეიძლება ეს შენთვის არაფერს ნიშნავს მაგრამ საქთველოს მონატრებული ქართველებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.გაიგებ კი როდისმე შენ ამაას.
Niko shengelia
11 ივლისი 2020 19:06
Bavshobidan tqveni mkitxvwlivar,axla teleponshi mAq tqveni aplikacia , arasdros ucmacurad ar damiceeia komentari Da ra XDEBA Komentarebs rato blokavt????
Niko shengelia
11 ივლისი 2020 19:00
Imravlos shenma gvarma , es bichi sauketeso sporcmenia da namdvili qartveli,is saqartvelos despania mtel msoplioshi sadac ki itamasha,me tviton soxumeli var da vici ra nishnavs ertmorcmune rusebi,male chamoishleba es mezobel modzule mtavroba da gaigvidzebs rusebis sagi nacili,sports da politikas nu urevt ertmanetshi, P.S.osmaletshi ,,mogvace,,sporcmenebs rato ar mozdevt mdivnis lomebo, ,,,,,,

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები