"სატვირთოს მძღოლი ოჯახში იყო ერთი დღით, მეტი კონტაქტი მათთან არ ჰქონია" - ახალი დეტალები აჭარაში დაინფიცირებულ ოჯახის ხუთ წევრზე
"სატვირთოს მძღოლი ოჯახში იყო ერთი დღით, მეტი კონტაქტი მათთან არ ჰქონია" - ახალი დეტალები აჭარაში დაინფიცირებულ ოჯახის ხუთ წევრზე
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. თავდაპირველად კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა, მოგვიანებით კი მის დედას, ორ მცირეწლოვან შვილს, მეუღლესა და ცოლის დას.

საიდან და როდის დაბრუნდა სატვირთოს მძღოლი საქართველოში, გადაჰყავთ თუ არა ისინი კარანტინში და როგორია ინფიცირებული ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დეტალებზე kvirispalitra.ge აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ნინო ნიჟარაძეს ესაუბრა.

- სატვირთო ავტომობილის მძღოლი პირველად საქართველოში შემოვი
და წითელი ხიდიდან, სადაც ჩაუტარდა ტესტი და პასუხი იყო უარყოფითი. შემოსვლიდან მეორე დღეს, 3 ივლისს ბათუმში მივიდა ოჯახში, სავარაუდოდ, ეს არის დაინფიცირების პერიოდი. ოჯახში ყოფნის მეორე დღეს დატოვა აჭარა და წავიდა თურქეთისაკენ. ამის შემდეგ, ის ქვეყანაში დაბრუნდა 9 ივლისს. სარფის სასაზღვრო პუნქტზე ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, პასუხი იყო დადებით. ოჯახში არ მისულა,
სარფიდან პირდაპირ გადავიდა ცხელების კლინიკაში და დადასტურების შემდეგ კოვიდ კლინიკაში. ამის შემდეგ ტესტი ჩაუტარდა მის ოჯახის წევრებსაც და აღმოჩნდა დადებითი.

ოჯახის დანარჩენი წევრების დაინფიცირება ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მძღოლი ოჯახში იყო ერთი დღით, მეტი კონტაქტი ოჯახთან არ ჰქონია, გარდა 3 ივლისისა. ახლა ვმუშაობთ მისი ოჯახის წევრების, ამ 5 პირის კონტაქტებზე.

- დაახლოებით, რამხელაა კონტაქტების წრე?
- პირველ ეტაპზე ეს გახლავთ 3 ოჯახი, 18 პირი, რომელთა PCR ტესტის პასუხები ამ ეტაპზე იყო უარყოფითი, თუმცა მათ 14-დღიანი მეთვალყურეობა სჭირდებათ და მიეცათ რეკომენდაცია, მუშაობენ ეპიდემიოლოგები და გამორიცხული არაა კონტაქტების წრე გაიზარდოს.

- პირველი შემოსვლისას ჩატარებული ტესტით მას ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა კარანტინში არ გადაიყვანეს? ზოგადად, ქვეყანაში დაბრუნებული სატვირთოების მძღოლები კარანტინში არ გადაჰყავთ?
- სატვირთო ავტომანქანის მძღოლები სპეციალურ რეგულაციას ექვემდებარებიან, საზღვარზე იტესტებიან, მაგრამ კარანტინს არ ექვემდებარებიან. მათ ვალდებულება აქვთ, 72 საათში ერთხელ ჩაიტარონ ანტიგენ-ანტისხეულის სადიაგნოსტიკო ტესტი, ვიდრე დატოვებენ ქვეყანას, თუ არ დატოვებენ, 72 საათში ერთხელ ეს ვალდებულება აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექვემდებარებიან ჯარიმას. ყველა საზღვარზე კეთდება 2 სწრაფი ტესტი ანტიგენით და ანტისხეულით.

- როგორია დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- მძღოლი მოთავსებულია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მისი ოჯახის 5 წევრიდან, ოთხი, აქედან 2 ბავშვი თბილისის ინფექციურშია გადმოყვანილი, ერთი არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მხოლოდ ბავშვებს ჰქონდათ ერთჯერადი ცხელება, დანარჩენები პრაქტიკულად უსიმპტომოები არიან.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები