"ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას" - თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს
11-07-2020
"ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას" - თორნიკე შენგელია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შენგელია იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მას აკრიტიკებს და ასევე საზოგადოების ნაწილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

"პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება პირადადაც გადაგიხადოთ მადლობა!

დასაწყისშივე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმესთან თავი ვიმართლო.

რთულია
ავუხსნა იმ ადამიანს რაიმე როცა, არაფრის მოსმენა არ სურს და მისი დაფიქსირებული აზრის შეცვლას არც კი განიხილავს.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებუნიდან თვალებ დახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე
მოთამაშეებს შორის წარმომედგინა.

ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რას ნიშნავს ჩემთვის, საქართველოს ნაკრების თამაშის, ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენ ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა.

ვერც იმას ავუხსნი რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამოდენიმე დღის წინ როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა ქართული დროშა ამეფრიალებინა!

ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს.

ვერც იმას გაიგებს თუ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ევროპის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ.

და ვერც იმას ამიხსნით მე თუ რამხელა ტკივილია როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენ გმირებს კარგავს, იმიტომ რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება!

ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხის მგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე", - აღნიშნავს შენგელია.

ცნობისთვის, მოსკოვის "ცსკა"-მ ქართველ ფორვარდს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

,,ბედნიერი ვარ, რომ ვუერთდები ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და მოუთმენლად ველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესანიშნავ ჯგუფთან ერთად თამაშს. ვიმედოვნებ, რომ CSKA-სთან ერთად მივაღწევ ბევრ წარმატებას ევროლიგასა და VTB-ის ლიგაში", – აცხადებს თორნიკე შენგელია, რომლის კომენტარს რუსული კლუბი ავრცელებს.




გიო
12 ივლისი 2020 10:09
მთელი ერი ვამაყობდით შენი ქართველობით და შენი თამაშით,ეხლა ჩვენი მტრები იამაყებენ შენით და ისიამოვნებენ შენი თამაშით
მდაა
12 ივლისი 2020 01:44
იქნებ CSKA რუსეთის ჩემპიონი რომ გახდება, ჩაიცმევს მაიკას რომელზეც მთელი საქართველო იქნება გამოსახული აღიარებული საზღვრით და არა ისე როგორც რუსები აჩვენებენ ტვ. და ბეჭდავენ წიგნებში....
როგორც ადამიანს მაინც ვუსურვებ კარგად ყოფნას. საქართველოს კაპიტანი უნდა თამაშობდეს საქართველოში. დანარჩენები გინდა მამლუქები იყვნენ ან დაქირავებულები... მაგან თქვა და ითამაშებს. იმათ რა ვუქნათ ჩუმად რუსეთისთვის რომ თამაშობენ.....
S.K.K.
12 ივლისი 2020 00:07
ბევრი გვყავს ასეთი კალათბურთელი, თუ ლონდარიძეებით ვითამაშოთ, უტვინოებო? აბა ჰე პატრიოტებო, დადეთ!

რედაქტორის რჩევით
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები