რუსმა ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს - კვირის პალიტრა

რუსმა ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ სხვილოს ციხესთან საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას მამაკაცის დაჭრის შესახებ, ამის თაობაზე ინფორმაცია ზუსტდება.

"ინტერპრესნიუსი"