"ამხელა წარმატებას წყალში უყრიან" - ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი და რას ითხოვენ მისი ახლობლები?
11-07-2020
"ამხელა წარმატებას წყალში უყრიან" - ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი და რას ითხოვენ მისი ახლობლები?
ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ფიქ­სირ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მელ­მაც გა­მოც­და 7 ივ­ლისს ჩა­ა­ბა­რა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­ფე­რი აწუ­ხებს. თუმ­ცა გო­გო­ნა და­ნარ­ჩენ გა­მოც­დებ­ზე ვე­ღარ გავა.

ამ­ჟა­მად ის შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს კი, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტთან გა­მოც­დას წერ­დნენ, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან.

რო­გორც გა­ირ­კვა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ანა ონი­ა­ნია, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რი გო­გო­ნაა. სწო­რედ ამი­ტომ მის მხარ­და­სა­ჭე­რად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და, ერთი მო­თხოვ­ნით, რომ ანა გა­მოც­დებ­ზე და­იშ­ვას.

"გა­მარ­ჯო­ბათ!
აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მელ­საც კო­რო­ნა ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა არის ჩემი ოჯა­ხის წევ­რი. სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვო­კა­ლის გან­ხრით აბა­რებს, სა­დაც ვო­კალ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი-98 ქულა აიღო და ფაქ­ტი­უ­რად გა­ი­ნაღ­და უფა­სო ად­გი­ლი.

მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რის გა­და­ლახ­ვა დარ­ჩა სხვა გა­მოც­დებ­ზე. რო­გორც გვი­თხრეს აღარ და­იშ­ვე­ბა გა­მოც­დებ­ზე და ფაქ­ტი­უ­რად ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას წყალ­ში უყ­რი­ან
ბავ­შვს. ქარ­თუ­ლი ოპე­რის წამ­ყვა­ნი მომ­ღერ­ლე­ბი უკვე კარ­გად იც­ნო­ბენ ამ ბავ­შვს.

ვთხოვ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ გა­მო­ნა­ხოს რა­ი­მე მე­ქა­ნიზ­მი და ამ ბავ­შვს ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას ნუ და­უ­კარ­გა­ვენ. ყვე­ლას გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ, იქ­ნებ მი­ვი­ღოდ შე­დე­გი!" - წერს გო­გო­ნას ახ­ლო­ბე­ლი მი­ხე­ილ ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი. მის პოსტს, ასე­ვე მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­სტე­ბით უამ­რა­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი აზი­ა­რებს. (წყარო)


nato
13 ივლისი 2020 07:03
მომავალ ცელს მ გამონაკლისი არ იცის კორონამ სხვას გადადებს რომლისტვის სჰეიზლება ფატალური აგმოცჰნდეს მაინც და მაინც მაგის სტავლას სხვა უნდა სჰეეციროს ამაზე დაფიკრდიტ,განიკურნება და მერე ცარმატებებს ვუსურვებ,ეს ცჰემი აზრია.
ეკა ჯ.
12 ივლისი 2020 14:00
იმ დროს, როცა ახალგაზრდები აღარ ირჩევენ კლასიკურ მუსიკას, ამ ქვეყანაში მუსიკის პედაგოგთა სამარცხვინო ანაზღაურების და საერთოდ ხელოვანთა დაუფასებლობის გამო, ხელი შეეშალოს და ერთი წლით უკან დახიოს წარმატებული მომავლის პერსპექტიული მუსიკოსი, გაუმართლებლად მიმაჩნია. იქნებ გამოინახოს საშუალება რომ ხელი შეუწყონ ანნას. გამოცდების ეროვნული ცენტრი ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო, რომ ინფიცირებულ აბიტურიენტებსაც შესძლებოდათ გამოცდების ჩაბარება.
პედაგოგი
12 ივლისი 2020 02:29
რაღაც უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევაში. რაღაც გამონაკლისი უნდა დავუშვათ ყველამ ერთად -- სამინისტრომ, სასწავლებელმა. ნუ ანერვიულებთ ისედაც სტრესულ სიტუაციაში მყოფ ახალგაზრდებს. გახსოვდეთ -- ეს ჩვენი ქვეყნის მომავალია!!!

რედაქტორის რჩევით
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები