აფეთქება ჯართის ჩამბარებელ პუნქტში - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

აფეთქება ჯართის ჩამბარებელ პუნქტში - არის მსხვერპლი

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 35 წლის მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო. სამწუხაროდ, დაშავებული მამაკაცი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა.

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჯართის დამუშავების დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.