"ჩხუბში შეიძლება იყოს 6 კაცი, 10, 12, 17, მაგრამ ყველა ხომ ვერ მოკლავდა?" - რას ამბობს მეუფე იაკობი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე
"ჩხუბში შეიძლება იყოს 6 კაცი, 10, 12, 17, მაგრამ ყველა ხომ ვერ მოკლავდა?" - რას ამბობს მეუფე იაკობი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე
ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, თუმცა "ახალგაზრდებს ბოლომდე ვერ გავწირავთ".

"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს. რამდენს დაიჭერენ? ჩხუბში შეიძლება იყოს 6 კაცი, 10, 12, 17, მაგრამ ყველა ხომ ვერ მოკლავდა? ვიღაცას ხომ ჰქონდა ასეთი აზრი? იქით გარდაცვლილი გვყავს და აქეთ ამდენი ახალგაზრდა. ამათზეც ხომ უნდა
ვიფიქროთ, ბოლომდე ხომ ვერ გავწირავთ. დააშავა? პასუხი უნდა აგოს, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ახალგაზრდებს დღეს ისე არ უნდა ვუძახოთ, რომ გამოვიდნენ და უარესები იყვნენ. ახალგაზრდები არიან ისინიც. იჩხუბეს, დალიეს, ვინმე უფროსი რომ ყოფილიყო, იქნებ გაეშველებინათ",- განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის
სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

beso
13 ივლისი 2020 11:40
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს საქმედია ეს და მისნაირი სულიერების მამები იკითხეთ ერთი დანარჩენები რას ამბობენ, ეს მართალიაო, თუ ეს „სმუტისა და ბლუდ-ის მთესავიაო. ეს გაგება არა აქვთ მათ? ვაი უბედურებავ საქართველოს ამათი გამწმენდი მექანიზმი არ გააჩნია.
ნინო
13 ივლისი 2020 01:02
ეჰ, მამაო, ვაჟკაცები ძალიან ცოტა გვყავს, ყველა კუნთდაბერილი და თავგასიებული ვაჟკაცი როდია,ვაჟკაცობა სულში უნდა ჰქონდეს კაცს.
კატო
12 ივლისი 2020 23:11
არაადეკვატური განცხადება!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები