რუსთავში ხარმა მცირეწლოვან ბავშვებს დაზიანებები მიაყენა - კვირის პალიტრა

რუსთავში ხარმა მცირეწლოვან ბავშვებს დაზიანებები მიაყენა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ხარმა მცირეწლოვან ბავშვებს დაზიანება მიაყენა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ხარი მწყემსს მინდვრიდან გამოექცა, დასახლებულ პუნქტში ბერიტაშვილის ქუჩაზე სათამაშო მოედანზე მყოფ ბავშვებს გამოეკიდა და დაზიანება მიაყენა. 4 წლის ბავშვს დაზიანებები აქვს სახის არეში, ასევე ზედაპირული დაზიანებები აქვს ფეხის არეში. მსუბუქი ზედაპირული დაზიანებები აქვს კიდევ ერთ მცირეწლოვანს, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

ბერიტაშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.