ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის დედა დარეჯან დაუშვილი მძიმე სენთან რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.ამის შესახებ ტელეწაყვანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:"ყველას ჰგონია რომ დედა, ყველაზე კარგი ჰყავს მთელ სამყაროში. ასე მგონია მეც. ხოდა მთელ სამყაროში, ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე. ვერ ვუშველე. 5 თვის წინ დაგვისვეს უმძიმესი დიაგნოზი. წავედით, წამოვედით. იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში. მე, დაობლებაც კი.პანაშვიდი, სამშაბათი, ოთხშაბათი. მისამართი, ნინო რამიშვილის 35ბ. მარჯვენა სადარბაზო, 12 სართ. დაკრძალვა, ხუთშაბათს 14:00 საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების (გაზდელიანის) ეკლესიიდან" - წერს ჟორჟოლიანი.დარეჯან დაუშვილის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა რამდენიმე დღის წინ. ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული და ნანუკა ჟორჟოლიანი ახლობლებსა და უცნობებს მისი გადარჩენისთვის ლოცვას სთხოვდა.