"იტან­ჯა, იომა... ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე" - მძიმე სენთან რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანის დედა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"იტან­ჯა, იომა... ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე" - მძიმე სენთან რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანის დედა გარდაიცვალა

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის დედა დარეჯან დაუშვილი მძიმე სენთან რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

ამის შესახებ ტელეწაყვანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:

"ყველას ჰგონია რომ დედა, ყველაზე კარგი ჰყავს მთელ სამყაროში. ასე მგონია მეც. ხოდა მთელ სამყაროში, ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე. ვერ ვუშველე. 5 თვის წინ დაგვისვეს უმძიმესი დიაგნოზი. წავედით, წამოვედით. იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში. მე, დაობლებაც კი.

პანაშვიდი, სამშაბათი, ოთხშაბათი. მისამართი, ნინო რამიშვილის 35ბ. მარჯვენა სადარბაზო, 12 სართ. დაკრძალვა, ხუთშაბათს 14:00 საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების (გაზდელიანის) ეკლესიიდან" - წერს ჟორჟოლიანი.

დარეჯან დაუშვილის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა რამდენიმე დღის წინ. ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული და ნანუკა ჟორჟოლიანი ახლობლებსა და უცნობებს მისი გადარჩენისთვის ლოცვას სთხოვდა.