"ამდენი ამბავი რა საჭირო იყო უწიგნური ბავშვის მკვლელობაზე?" - ვინ არის ქალი, რომლის ფრაზამაც გიორგი შაქარაშვილზე საზოგადოება აღაშფოთა?
"ამდენი ამბავი რა საჭირო იყო უწიგნური ბავშვის მკვლელობაზე?" - ვინ არის ქალი, რომლის ფრაზამაც გიორგი შაქარაშვილზე საზოგადოება აღაშფოთა?
19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მემ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა, მე­დი­ის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა ეს ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი საქ­მეა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რად გა­ნიც­დის ყვე­ლა ახალ დე­ტალს ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღეს "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც "მთა­ვა­რი არ­ხის" გა­და­ცე­მა "მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ლია ჩხენ­კელ­მა ვი­დე­ო­ზე და­ტო­ვა. ნიკა გვა­რა­მი­ას გა­და­ცე­მა შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს ეხე­ბო­და და ჩხენ­კელ­მა ვი­დე­ო­ზე ასე­თი კო­მენ­ტა­რი და­წე­რა: "ამ­დე­ნი ამ­ბა­ვი რა სა­ჭი­რო იყო ამ უწიგ­ნუ­რი ბავ­შვის
მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით".

კო­მენ­ტარს მა­შინ­ვე მოჰ­ყვა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მძაფ­რი რე­აქ­ცია - ლია ჩხენ­კელს ლან­ძღავ­დნენ და ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხოვ­დნენ მის­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამის გამო ქალ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი გვერ­დი გა­ა­უქ­მა.

თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გვერ­დი ისევ აღად­გი­ნა, ამ­ჯე­რად ფო­ტო­ე­ბის გა­რე­შე
და ერ­თა­დერ­თი პოს­ტი და­წე­რა. ქალი წერს, რომ "მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მა" მო­უ­ვი­და და ბო­დიშს იხ­დის:

"ოჯახს და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუხ­დი ძა­ლი­ან დიდ ბო­დიშს ამ უმ­ძი­მე­სი მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მის გამო. ჩემი პო­ზი­ცია თვალ­ნათ­ლივ ჩანს ჩემს სხვა კო­მენ­ტა­რებ­ში, ასე რომ, მე დავ­დე პოს­ტი გამ­გე­ბი გა­ი­გებს. მეტი რა გა­ვა­კე­თო, კი­დევ ერთხელ გიხ­დით ბო­დიშს" - წერს ლია ჩხენ­კე­ლი.

გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლია ჩხენ­კე­ლი რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობს და ის "ტრო­ლია", თუმ­ცა სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით ქალი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა.

AMBEBI.GE-მ შეძ­ლო გა­ერ­კვია და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის შე­სა­ხებ. გაგრძელება

უსახელო
14 ივლისი 2020 18:25
ძალიან სამწუხაროა ასეთ ადამიანები რომ არსებობენ.რა უნდა გითხრათ 19 წლის ბიჭი მოკლეს მთელი საქართველო იწვის,ამ ბიჭის სურათი რომ ვხედავ
სული მეწვის ეს ყველას ტკივილია
და სამართალი აუცილებლად იზეიმებს მინდა მკაცრად დაისაჯოს მკვლელები და ყველა ვისაც ბრალი მიუძღვის ამ სისასტიკეში ნუ დაგავიწყდებათ გიორგი შაქარაშვილი ყველას ტკივილია
თამი
14 ივლისი 2020 11:49
რა ბოროტი მასწავლებელია.
ნოდარი
13 ივლისი 2020 23:43
ეს მისი არჰევანია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები