გიორგი გამსახურდია ივანიშვილსა და მთავრობას მადლობას უხდის - სად აგრძელებს მკურნალობას ცოტნე გამსახურდია? - კვირის პალიტრა

გიორგი გამსახურდია ივანიშვილსა და მთავრობას მადლობას უხდის - სად აგრძელებს მკურნალობას ცოტნე გამსახურდია?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია "ტვიტერზე" წერს, რომ მისი ძმის - ცოტნე გამსახურდიას მკურნალობა ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის დახმარებით მოხერხდა.

"ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბ.ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით. რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ", - წერს გამსახურდია. წყარო

იხილეთ ასევე: "სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია"