მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მდინარემ გაიტაცა - ზუგდიდში 15 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ
მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მდინარემ გაიტაცა - ზუგდიდში 15 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ
ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავებიც. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იგეგმება დამატებითი სამაშველო ჯგუფების მობილიზება.

სამძებრო ღონისძიებები ზუგდუდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვის ტერიტორიაზე, მდინარე ჯუმში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის დროს მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.
მაიზერ გელოვანი
14 ივლისი 2020 12:52
რა საშინელებები ხდება ყოველდღე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები