საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 999-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 13-ით გაიზარდა და 870-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 219.