ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა სახლის წინ მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა
ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა სახლის წინ მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომანქანა სახლის წინ მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ადგილობრივებს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ექიმის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები