პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების ზონალურ-საათობრივი სისტემა ამოქმედდება - კვირის პალიტრა

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების ზონალურ-საათობრივი სისტემა ამოქმედდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონში, მათ შორის პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონლურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

მერიის ინფორმაციით, 10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე 10 საინფორმაციო ჯიხური განთავსდება, სადაც მოქალაქეები სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ პარკირების ახალი სისტემის შესახებ, 10 სექტემბრიდან კი უკვე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

"მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ასევე სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია და ეს არის ზონალურ-საათობრივი პარკირება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს განხორციელებული პროექტები. საპილოტე პროექტები დავარქვით, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც დაინეგრა ზონალურ-საათობრივი პარკირება და მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული გამოდგა ეს პროექტი და ჩვენ გვინდა, რომ უკვე შემდეგი ეტაპები განვახორციელოთ. საჭიროა შემდეგი ქუჩები და რაიონები განისაზღვროს, თუ სად განხორციელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების დაგეგმვა. შემდეგი ეტაპი იქნება საბურთალოს რაიონი, კონკრეტულად პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები, სადაც დაინერგება ზონალურ-საათობრივი სისტემა. შესაბამისად, 10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე განთავსდება 10 საინფორმაციო ჯიხური იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცი", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო