"ზაალ, შვი­ლო, რა­ტომ გა­რის­კე სი­ცო­ცხლით" - რას წერს 15 წლის მოზარდის გარადცვალებაზე სკოლის დირექტორი
15-07-2020
"ზაალ, შვი­ლო, რა­ტომ გა­რის­კე სი­ცო­ცხლით" - რას წერს 15 წლის მოზარდის გარადცვალებაზე სკოლის დირექტორი
ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დარ­ჩელ­ში, ორ­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მდი­ნა­რე ჯუმ­ში და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დი იპო­ვეს. სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა მა­მუ­კა ჯო­ლო­გუ­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ 15 წლის მო­ზარ­დის ცხე­და­რი ქვი­შა­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი.

"მდი­ნა­რის დო­ნემ რომ და­იკ­ლო, სა­დაც და­ი­კარ­გა იქი­დან ერთ კი­ლო­მეტრში იპო­ვეს", - გა­ნა­ცხა­და ჯო­ლო­გუ­ამ.

გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დი ზაალ ქან­თა­რი­აა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, როცა ბიჭი პი­რუ­ტყვის გად­მო­სა­რე­კად მდი­ნა­რის მე­ო­რე ნა­პირ­ზე გა­და­დი­ო­და - ის დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა.

მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას დარ­ჩე­ლის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, მა­რი­ნე ცარ­ცი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ზაალ, შვი­ლო, რამ შე­გიყ­ვა­ნა ამ ადი­დე­ბულ მდი­ნა­რე­ში. რა­ტომ გა­რის­კე სი­ცო­ცხლით. ბავ­შვე­ბო, იცო­დეთ, სი­ცო­ცხლე მარ­ტო თქვე­ნი არაა, ის, პირ­ველ რიგ­ში, მშობ­ლე­ბი­საა, და-ძმი­საა, მე­გობ­რი­საა, ჩვე­ნი­ცაა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის.

თქვე­ნი ტკი­ვი­ლი­ა­ნი წას­ვლით ყვე­ლას გვაკ­ლდე­ბა დარ­დი­სა­გან სი­ცო­ცხლის წლე­ბი. რა ქნას სა­წყალ­მა შენ­მა დე­დი­კომ, მა­მი­კომ, ძმამ. რა ვქნათ ჩვენ, შენ რომ აღარ
შე­მო­ა­ბი­ჯებ სკო­ლა­ში და არ შე­მოგ­ვცი­ნებ ალა­ლი, ოდ­ნავ ეშ­მა­კუ­რი ღი­მი­ლით.

წუ­ხელ ყვე­ლა სას­წა­ულს ვთხოვ­დით უფალს, შენი დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი გვქონ­და, დღეს კი ღმერ­თს ვთხოვთ შენი სხე­უ­ლის პოვ­ნას, რათა შენ­მა დე­დი­კომ უკა­ნას­კნე­ლად ჩა­გი­ხუ­ტოს გულ­ში. შენ თა­მა­ში­სა და გარ­თო­ბის დროს არ და­გე­მარ­თა ეს უსაშ­ვე­ლო უბე­დუ­რე­ბა, სა­ქონ­ლის გა­მო­რეკ­ვა გინ­დო­და, ჩემო შრო­მის­მოყ­ვა­რე ბიჭო.

ალალ-მარ­თა­ლო, უცოდ­ვე­ლო, ან­გე­ლო­ზო, ძაღ­ლი მოგ­ყვე­ბო­და უკან, ალ­ბათ გრძნობ­და უბე­დუ­რე­ბა გე­ლო­და, არ მი­გა­ტო­ვა და თან გა­მოგ­ყვა. ოი, უბე­დუ­რო სიკ­ვდი­ლო, რო­გორ გა­ამ­წა­რე მთე­ლი სო­ფე­ლი. ასე­თი ცოდ­ვა კარ­გა ხა­ნია არ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლა, ყვე­ლა ტი­რის.

ღმერ­თო, მი­ე­ცი ძალა მშობ­ლებს გა­უძ­ლონ ამ სა­ში­ნელ ტკი­ვილს. გვიყ­ვარ­ხარ, ზაალ, ნე­ტავ უფრო მე­ტად მო­გ­ფე­რე­ბო­დით სი­ცო­ცხლე­ში", - წერს მა­რი­ნე ცარ­ცი­ძე.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის, იმე­რე­თის და აჭა­რის რე­გი­ო­ნე­ბი­დან. ოპე­რა­ცი­ა­ში, ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ობ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ჯგუ­ფი თბი­ლი­სი­დან.

"მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო დრო­ნი და სამი ერ­თე­უ­ლი მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა. წყლის ფსკე­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ექო­ლო­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. ად­გილ­ზე შექ­მნი­ლი იყო სა­მუ­შაო შტა­ბი, სა­ი­და­ნაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ოპე­რა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი", - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

და­კარ­გუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ "112"-ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა 13 ივ­ლისს შე­ვი­და, რის შემ­დე­გაც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა მდი­ნა­რე ჯუმ­ში აქ­ტი­უ­რი სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია და­ი­წყო.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები