როგორია 10 თვის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა? - კვირის პალიტრა

როგორია 10 თვის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა?

10 თვის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სტაბილურია. მას ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მამუკა მაჭავარიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგები ინფიცირების წყაროს დადგენაზე მუშაობენ.

„აბსოლუტურად არ აქვს ცხელებაც კი. ძალიან კარგად არის ბავშვი, უბრალოდ აქვს დადასტურებული კოვიდი. ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს. რაც შეეხება დაინფიცირებას, ამაზე ეპიდემიოპლოგები მუშაობენ. თვითონ ოჯახში ვერ აკონკრეტებენ წყაროს. ჩვენი ინფორმაციით, ოჯახში კოვიდი არავის არ აქვს დადასტურებული“, - განაცხადა მამუკა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"ინტერპრესნიუსი"