საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რამდენი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში? - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რამდენი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში?

საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1004-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

1 ახალი შემთხვევა სავარაუდოდ, ის 10 თვის ბავშვია, რომელსაც კორონავირუსი სოფელ ყარაჯალაში დაუდასტურდა. ის ამჟამად თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვებ-გვერდის თანახმად, ქვეყანაში გამოჯანრთელებულთა რიცხვი 873-ს შეადგენს. კორონავირუსით ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 პირი.

"ინტერპრესნიუსი"