"იმას ნუ გა­ავ­რცე­ლებთ, რომ არ ვე­ძებ­დით, ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცა მი­ა­ტო­ვა... ვინც ვი­ყა­ვით იქ, არა­ვინ ფიქ­რობ­და ერ­თმა­ნე­თის მი­ტო­ვე­ბა­ზე" - რას ამბობს დიჯეი? - კვირის პალიტრა

"იმას ნუ გა­ავ­რცე­ლებთ, რომ არ ვე­ძებ­დით, ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცა მი­ა­ტო­ვა... ვინც ვი­ყა­ვით იქ, არა­ვინ ფიქ­რობ­და ერ­თმა­ნე­თის მი­ტო­ვე­ბა­ზე" - რას ამბობს დიჯეი?

ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო გამოშვება "პირველები" აქვეყნებს ინტერვიუს დიჯეი კოკო ღიბრაძესთან, რომელიც ტრაგიკულ ღამეს, ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე უკრავდა.

"საშიშროებიდან გამომდინარე, დიდხანს იმ ადგილას არ გავჩერებულვართ. წრე დავარტყით, ვეძებდით ვიზუალურად... მაგ მომენტში მე არ მქონია ახვლედიანთან კონტაქტი. ახვლედიანი სხვაგან იყო, მე სხვაგან ვიჯექი. იმას ნუ გაავრცელებთ, რომ არ ვეძებდით, ვიღაცამ ვიღაცა მიატოვა... ვინც ვიყავით იქ, არავინ ფიქრობდა ერთმანეთის მიტოვებაზე, ყველა ფრიქრობდა, რომ თავისთვის ეშველა და ყველა არის გაქცეული. მერე ბრუნდებიან, რომ ქათამაძე ნახონ... ვეძებეთ რამდენის საშუალებაც გვქონდა, საშიშროებიდან გამომდინარე იმ ადგილას არ გავჩერებულვართ და წამოვედით. თან არც ვიცოდით. ვინ სად გაიქცა და ვინ როგორ გაიქცა, ჩვენ მაშინ ინფორმაცია არ გვქონია მიღებული, იმ ტერიტორიაზე ვეძებდით მანქანებიდან... თქვენ იტყუებით, როდესაც ამბობთ, რომ ახვლედიანი წერს ჩვენებაში, რომ ჩვენს საცემად არ მოდიანო", - ამბობს ინტერვიუში კოკო ღიბრაძე.