"ასეთ ქალთან ურთიერთობა არაფრით მომინდებოდა"
16-07-2020
"ასეთ ქალთან ურთიერთობა არაფრით მომინდებოდა"
"ქალის გარეგნობა ძალიან დროებითია და ამას ბევრი ვერ ხვდება! ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ადამიანი შინაგანად რას წარმოადგენს! ქალს თუ საშინელი თვისებები აქვს, სულ რომ "მის სამყარო" იყოს, მისი ფასი ნულია! ასეთთან ურთიერთობა არაფრით მომინდებოდა, რადგან ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და არა  - ფუტლართან!" - ამბობს ირაკლი მაქაცარია ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში, საიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ქართველებიდან ვის დაასახელებთ მისაბაძ მაგალითად, გემოვნების თვალსაზრისით?
- სალომე ღვინიაშვილს. ყოველთვის ძალიან გემოვნებიანად იმოსება, ა
რასოდეს არ არის გამომწვევი. სხვებზე რა მოგახსენოთ - არა ვარ ალბათ იმდენად დაკვირვებული ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, ვის რა აცვია.

- ჩვეულებრივ, ყველა ნანი ბრეგვაძეს გამოარჩევს...
- უდავოდ! ნანი ბრეგვაძე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. მისი გემოვნება, ჩაცმულობა, დახვეწილობა მართლაც გამორჩეულია. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი გვყავს ასეთი გამორჩეული გემოვნების.

- ხშირად ქვეყნდება თქვენზე
სტატიები: "ყველაზე სიმპათიური მამაკაცი", "ქვეყნის ყველაზე სასურველი სასიძო" და ასე შემდეგ...
- ასეთ სათაურებს ყურადღებას არ ვაქცევ, არ არის ჩემთვის უმთავრესი.

- როგორი გოგონები მოგწონთ და ამჟამად თუ არის თქვენ გვერდით ვინმე?
- ჩემს ცხოვრებაში ახლა ნამდვილად, არავინ არის. რაც შეეხება გემოვნებას, ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მაქვს: არ არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც განვსაზღვრავ, როგორი გოგო მომწონს. ცხოვრებაში რამდენი ურთიერთობაც მქონია, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მანდილოსნები იყვნენ. დიდ პატივს ვცემ ინდივიდუალობას და წინასწარ ვერასოდეს ვერ მიხვდები, თუ რა ემოციას გამიჩენს რომელიმე ქალბატონთან შეხვედრა...

ინტერვიუს სრულად იხილავთ ჟურნალ "გზის" 16 ივლისის ნომერში.

მანანა გაბრიჭიძე


17 ივლისი 2020 15:16
аро
naTia
17 ივლისი 2020 14:34
ალბათ ჩემი წლოვანებაც თავისებურად იღებს მონაწილეობას ადამიანის შეფასებაში, ნამდვილად ძალიან კარგი პიროვნებაა ირაკლი მაქაცარია, ერთმა რამემ გამაღიზიანა მხოლოდ და იმაზედაც თავს ვიკავებ რომ გავამჟღავნო. ძალიან მომეწონა უკრაინულ" ხალასტიაკში", კარგ, სრულფასოვან მამაკაცს განასახიერებდა. ისე არ ვიცი რამდენად განათლებულია, მაგრამ გაუნათლებელი კაცის შთაბეჭდილებასაც არ ტოვებს.ისე ძალიან გამაღიზიანა ტელეგადაცემასი ფეხშიშველ ფეხზე რომ ეცვა ფეხსაცმელი, რაღაცა დააკლო მის სულს ვაჟკაცობაში, მაგრამ ამას ცოტა გვიან მიხვდება. მოდას ყველაფერი არ უნდა შეწირო. როგორც ადამიანი სრულფასოვან პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს.
7
17 ივლისი 2020 12:39
კარგი ბიჭია, მაგრამ ცოტა ზედმეტი წარმოდგენა აქვს საკუტარ ტავზე....მე მაგის ადგილას ცეკვავენ ვარსკვლავების ჟიურიში არ დავჯდებოდი (ან ვინ შესთავაზა საინტერესოა?!_ და პირველი ეგ აკეთებდა კომენტარებს, ბოლოს მაინც ეტქვა ტავისი სიტყვა......ეს იყო ბოდიშით მაგრამ მარაზმი....

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები