3 ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ორზე წყაროს კვლევა გრძელდება - რას ამბობს მარინა ეზუგბაია?
16-07-2020
3 ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ორზე წყაროს კვლევა გრძელდება - რას ამბობს მარინა ეზუგბაია?
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა და ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ორ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

"დღეს სამი ახალი დადასტურებული შემთხვევაა და შემთხვევათა რაოდენობა 1006-ია. ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, კვლავ სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორ შემთხვევასთან დაკავშირებით წყაროს კვლევა გრძელდება.

გუშინ ჩვენ გყავდა 26 დადასტურებული პაციენტი, აქედან 3 გამოჯანმრთელდა და 2 პაციენტი გადაყვანილია თავის ქვეყანაში.
ჩვენ გვყავდა თურქეთიდან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, პროგრესირება არ შეინიშნებოდა და შესაძლებელი გახდა მათი გადაყვანა",-განაცხადა ეზუგბაიამ.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები