3 ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ორზე წყაროს კვლევა გრძელდება - რას ამბობს მარინა ეზუგბაია? - კვირის პალიტრა

3 ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ორზე წყაროს კვლევა გრძელდება - რას ამბობს მარინა ეზუგბაია?

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა და ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ორ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

"დღეს სამი ახალი დადასტურებული შემთხვევაა და შემთხვევათა რაოდენობა 1006-ია. ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, კვლავ სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორ შემთხვევასთან დაკავშირებით წყაროს კვლევა გრძელდება.

გუშინ ჩვენ გყავდა 26 დადასტურებული პაციენტი, აქედან 3 გამოჯანმრთელდა და 2 პაციენტი გადაყვანილია თავის ქვეყანაში. ჩვენ გვყავდა თურქეთიდან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, პროგრესირება არ შეინიშნებოდა და შესაძლებელი გახდა მათი გადაყვანა",-განაცხადა ეზუგბაიამ.