"ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ, იქნებ გვაცადოთ გლოვა..." - რას წერს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი? - კვირის პალიტრა

"ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ, იქნებ გვაცადოთ გლოვა..." - რას წერს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი?

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მცხეთაში, დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგო, მარიამ ხატისკაცი მოსწონდა. ჩვენების გასაჯაროების შემდეგ მარიამ ხატისკაცის მისამართით სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება.

მარიამ კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა, ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ მაშინ, როცა არაფერი არ იცით. ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ, ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ! მახელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძვლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ, იქნებ გვაცადოთ გლოვა... გისურვებთ ყველას ისე ნამდვილი სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს", - წერს მარიამ ხატისკაცი "ინსტაგრამზე".

იხილეთ ასევე: "შენ ჩემს გულში ხარ, მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს" - ვინ არის გოგონა, რომელიც, ერთ-ერთი ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს მოსწონდ