"ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ, იქნებ გვაცადოთ გლოვა..." - რას წერს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი?
"ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ, იქნებ გვაცადოთ გლოვა..." - რას წერს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი?
ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხუ­ლი მე­გობ­რის, ლუკა გო­გა­ვას ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მცხე­თა­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი ერთ-ერთი გოგო, მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი მოს­წონ­და. ჩვენების გასაჯაროების შემდეგ მარიამ ხატისკაცის მისამართით სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება.

მარიამ კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა, ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ მაშინ, როცა არაფერი არ იცით. ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ, ან ჩემს გამო მოხდა ეს
ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ! მახელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძვლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ, იქნებ გვაცადოთ გლოვა...
გისურვებთ ყველას ისე ნამდვილი სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს", - წერს მარიამ ხატისკაცი "ინსტაგრამზე".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები