როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16-17 ივლისს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16-17 ივლისს

18 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში და 17 ივლისიდან 18 ივლისის დილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაგამოიწვიოს. ზღვაზე შესაძლებელია აღინიშნოს 2-3 ბალიანი ღელვა", - ნათქვამია გარემოს ეროვნული საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.