ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი? - კვირის პალიტრა

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი?

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი, 72 წლის მამაკაცია. ის მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტი ინგოროყვას კლინიკიდან გადაიყვანეს მცხეთაში და მას თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"