თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა - კვირის პალიტრა

თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა

თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც გადავარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"