"ვინც გაგინებს ყოველდღე იმასთან ნორმალური ადამიანი არ მიხვალ" - კვირის პალიტრა

"ვინც გაგინებს ყოველდღე იმასთან ნორმალური ადამიანი არ მიხვალ"

ვინც გაგინებს ყოველდღე, იმასთან ნორმალური ადამიანი არ მიხვალ, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტების შეკითხვას მივიდოდა თუ არა ის "ქართული ოცნების" მიერ გამართული ღონისძიების მსგავს ღონისძიებაზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგნელების მიპატიჟების შემთხვევაში.

"გააჩნია ოპოზიციას, ვინც გაგინებს ყოველდღე იმასთან ნორმალური ადამიანი არ მიხვალ," - აღნიშნა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძემ აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე ყოფნა მის პოლიტიკურ ინტერესებს მიანიშნებს.

"რომ არ მიანიშნებდეს არც ვიქნებოდი," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

"ინტერპრესნიუსი"