"ჩემი მა­უ­გლი" - როგორ აღნიშნეს ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ შვილის დაბადების დღე - კვირის პალიტრა

"ჩემი მა­უ­გლი" - როგორ აღნიშნეს ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ შვილის დაბადების დღე

ლელა კილაძისა და გიგი უგულავას საერთო შვილი ალექსანდრე უგულავა გუშინ იუბილარი გახლდათ და 10 წლის შესრულდა. მართალია, წყვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ დაშორდა, როდესაც გიგი უგულავა დააკავეს, მაგრამ როგორც ჩანს შვილის ინტერესებიდან გამომდინარე ცივილიზებულ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

ალექსანდრე უგულავამ დაბადების დღე მშობლებთან ერთად ბორჯომში აღნიშნა და საკუთარ დაბადების დღეზე როგორ ჩანს, დიდი ხნის ოცნებაც აისრულა და მარტო სპეციალურ ბაგირზეც დაეშვა.

"ჩემი მაუგლი" - ამ სიტყვებით გამოაქვეყნა შვილის ვიდეო გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში.

როგორც ლელა კილაძის ინსტაგრამიდან გავარკვიეთ, ალექსანდრეს დაბადების დღეს ბორჯომში იმყოფებოდნენ ლელას უფროსი შვილები, თრინითი, რომელიც გუკა რჩეულიშვილთან ქორწინებისას შეეძინა და ნინო დარასელის შვილი მარიტა. იხილეთ სრულად