"ერთი სიტყვით გამაგებინე ცოცხალი ვარო, დე…" - გაუჩინარებულ გოგონას დედა მიმართავს - კვირის პალიტრა

"ერთი სიტყვით გამაგებინე ცოცხალი ვარო, დე…" - გაუჩინარებულ გოგონას დედა მიმართავს

უკვე მეოთხე დღეა დაკარგულ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ეძებენ. არსებული ინფორმაციით, გოგონა ბოლოს თეთრიწყაროს მუნიცეპალიტეტის სოფელ ხაიშში ნახეს, რა დროსაც ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. დღეს ვერც მის ავტომობილს პოულობენ.

"მთავარი არხი" თამარ ბაჩალეიშვილის ოჯახის წევრებს ესაუბრა. ტელარხის ეთერით გაუჩინარებულ გოგონას დედამ მიმართა:

"ერთი სიტყვით გამაგებინე ცოცხალი ვარო, დე… ვიცოდე, რომ აღარ ვინერვიულო, ვკვდები ისე ვნერვიულობ".

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი:

"ერთად უნდა წავსულიყავით დასასვენებლად... ვეუბნეოდი, ცემში წავიდეთ თუ ზღვაზეო, მითხრა, ორივეგან წავიდეთო. ძალიან პოზიტიურად იყო. ბოლო კვალი ხაიშში დააფიქსირა კამერამ, რომ იქ შევიდა ბოლოს და გამოსული აღარ დაფიქსირებულა.

იქ არანაირი შეხება არ ჰქონდა და მე ეს მაგიჟებს, რომ ის არ ვიცი ან მიტყუებით არის მიყვანილი, ან არ ვიცი... რა უნდოდა არ ვიცი. ვიღაცას ეძებდაო იქ. ვიღაცეებმა თქვეს გოგოც ეჯდა მანქანაშიო, მერე პოლიციამ თქვა ეგ ჭორიაო".