"მან­ქა­ნას ვინ­მე თუ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, გო­გო­ნა სიჩ­ქა­რეს უმა­ტებ­და, თით­ქოს გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­დაო" - რას ჰყვება იმ სოფლის მკვიდრი, სადაც გარდაცვლილი გოგონა უკანასკნელად ნახეს? - კვირის პალიტრა

"მან­ქა­ნას ვინ­მე თუ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, გო­გო­ნა სიჩ­ქა­რეს უმა­ტებ­და, თით­ქოს გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­დაო" - რას ჰყვება იმ სოფლის მკვიდრი, სადაც გარდაცვლილი გოგონა უკანასკნელად ნახეს?

5 დღის წინ გაუჩინარებული გოგონა, თამუნა ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში, თავისივე მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა სახლიდან შაბათ დილას, 11:00 საათზე ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" გავიდა და მას შემდეგ ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია. იმავე დღის 12:00 საათზე სათვალთვალო კამერებმა მისი ავტომანქანა მარნეულში დააფიქსირეს, შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, ბოლოს კი, გოგონა ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" სოფელ გოლთეთში ნახეს, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.

Aმბები.გე-ს ესაუბრება იმ სოფლის მკვიდრი, სადაც გოგონა უკანასკნელად ნახეს:

"ბევრმა ვნახეთ, როგორ მოძრაობდა მანქანით გოგონა ჩვენს სოფელში. იმ დღეს სოფელ გოლთეთში 2 უცხო ავტომანქანა შემოვიდა, სხვა არავინ გვინახავს. ერთში - "ჰიუნდაიში" ის მარტო იჯდა, მეორეში კი ორი გოგონა შენიშნეს. "ჰიუნდაის" მძღოლი არავის გამოლაპარაკებია, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ გასასვლელს ეძებდა სოფლიდან, მაგრამ ჩიხში შევიდა, არც არავის გამოლაპარაკებია, არაფერი უკითხავს, მანქანა მოაბრუნა და წავიდა.

ერთმა მეზობელმა ისიც თქვა, რომ მანქანის ბორბალი ჩაუვარდა თხრილში, დავინახე და დასახმარებლად გავემართე, მაგრამ რომ მივუახლოვდი, ამოქოქა და სწრაფად წავიდაო. სხვამაც თქვა, უცხო მანქანას ვინმე თუ მიუახლოვდებოდა, გოგონა სიჩქარეს უმატებდა, თითქოს გაქცევას ცდილობდაო. ჩვენი სოფლიდან ტყეში ვერაფრით მოხვდები, იქედან ცენტრალურ გზაზე უნდა გახვიდე, ისე ტყეში ვერ შეხვალ.

პოლიციელებმა ვიდეოკამერები გახსნეს, მაგრამ მათში გოლთეთის მერე არსად ჩანდა მანქანა. გოგონა, სავარაუდოდ, კამერების ავლით გავიდა ტყეში. ჩემი აზრით, ის თუ ჩვენი სოფლიდან პირდაპირ იმ ტყისკენ წავიდა, სავარაუდოდ, ასეთი მარშრუტი გაიარა: ჩვენს სოფლამდე არის სოფელი ხაიში, რომლის კამერასაც ჰყავს დაფიქსირებული გოგონა. შემდეგ ავტომანქანა ნახეს გოლთეთის შემოსასვლელში. გაგრძელება